სეული-თბილისი - T’way Air ოპერირებას იწყებს

კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე. კორეული „თი ვეი ეარი“ სეულსა და თბილისს შორის პირდაპირ არარეგულარულ ფრენებს გეგმავს. ავიარეისები მიმდინარე წლის აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება. ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის დაგეგმილი რვა ავიარეისისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა.