სეტყვის შედეგები კახეთში

21:20, 13.09.2025

სეტყვამ კახეთში ვენახები დააზიანა. მიუხედავად ამისა, დასეტყვილი ყურძნის გამოყენებას ფერმერები მაინც შეძლებენ, რადგან დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო საწარმო ჩაიბარებს. მევენახეები ერთ კილოგრამ ყურძენში ერთ ლარს მიიღებენ. პარალელურად, გრძელდება ყურძნის მიღება ღვინის საწარმოებში, სადაც უკვე 25 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული.

მსგავსი