სესხების გადავადების საკითხი

მთავრობის ახალი ინიციატივა პანდემიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების კუთხით. ყველა მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და სახელმწიფოსგან კომპენსაციას იღებს, სესხები კიდევ სამი თვით გადაუვადდება. საბანკო შეღავათები შეეხებათ მოქალაქეებსაც, რომელთაც შეუმცირდათ შემოსავალი. მათ, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვთ, ბანკებს საკრედიტო პროცენტის სამი თვით გადავადების მოთხოვნით მიმართონ.

პრემიერმა დღესვე მთავრობის სხდომაზე სოციალურ-ეკონომიკურ ანტიკრიზისულ გეგმაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მოქალაქეთათვის კომპენსაციების გაცემას ითვალისწინებს. გიორგი გახარიამ შემოსავლების სამსახურს დაავალა, უმოკლეს ვადებში შეგროვდეს კომპენსაციების გასაცემად აუცილებელი მონაცემები, ბიზნესს კი მოუწოდა, უფრო შედეგიანად ითანამშრომლოს აღნიშნულ უწყებასთან.