ბანკების ასოციაციის განცხადება

პრემიერ-მინისტრისა და საბანკო სექტორის გადაწყვეტილებას საბანკო ასოციაციაში ეხმაურებიან და კიდევ ერთხელ განმარტავენ იმ პირობებს, თუ რა შეღავათით ისარგებლებენ ის პირები, რომლებსაც საბანკო ვალდებულებები აქვთ და სამსახური „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში დაკარგეს.

ასეთი პირები საბანკო სექტორისგან დამატებით საკრედიტო ვალდებულებების შესრულების სამი თვით გადავადების შეთავაზებას იმავე პირობებით მიიღებენ, რა პირობითაც წინა სამი თვის განმავლობაში სარგებლობდნენ. მომხმარებლები კონკრეტულ შეთავაზებებს კომერციული ბანკებისგან 2020 წლის ათი ივნისიდან მიიღებენ.