სერგო თეთრაძის საქმე

ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმის სასამართლო განხილვა ფინალურ ეტაპზეა.

სერგო თეთრაძის წამების საქმეში ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია უახლოეს დღეებში საბოლოო სიტყვით უნდა წარდგეს. 50-მდე მოწმის ჩვენების შემდეგ, ბრალდების მხარე გამამტყუნებელ განაჩენს ელის.

დაკითხულებს შორის არიან ის დაზარალებულებიც, რომლებიც 2011 წლის სექტემბერში თადარიგის პოლკოვნიკ სერგო თეთრაძესთან ერთად ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

დღევანდელ დასკვნით სიტყვაში პროკურატურამ კიდევ ერთხელ შეაჯამა ყველა ის მტკიცებულება, რომელიც 2012 წელს დაწყებული ხელახალი ძიების და თეთრაძის ცხედრის ექსჰუმაციის შემდეგ შეაგროვა.