სერგო ჩიხლაძის განცხადება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები ტურისტული სეზონის გახსნას ეხმაურებიან. სერგო ჩიხლაძის თქმით, ამ პერიოდში „კომენდანტის საათის“ ძალაში დატოვება არალოგიკურია, რადგან შეზღუდვის გამო, საქართველო მიმზიდველი ქვეყანა ვერ იქნება.

პარტიაში ფიქრობენ, რომ აუცილებელია ტურისტული სფეროს წარმომადგენლების მასობრივი ვაქცინაციაც, რათა ტურისტული სეზონი უფრო უსაფრთხო და აქტიური იყოს.