სერგეი ლავროვის განცხადება

„თუ დასავლეთი უკრაინას ისეთ შეიარაღებას მიაწვდის, რომლითაც შესაძლებელია დარტყმების მიტანა რუსეთისთვის, ეს იქნება ესკალაციისკენ გადადგმული და მიუღებელი ნაბიჯი. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა რუსულ ტელეკომპანია „რაშა თუდეის“ არაბულ სამსახურთან ინტერვიუში თქვა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დასავლეთი განზრახ აკავებს ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ ის რუსეთთან შეთანხმებაზე არ წავიდეს. სერგეი ლავროვის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ითხოვს, რომ მოლაპარაკება პუტინთან შუამავლების გარეშე გაიმართოს და ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინა დაიბრუნებს იმ ტერიტორიებს, რომლებსაც 23 თებერვლამდე აკონტროლებდა, რაც ლავროვის თქმით, შეუძლებელია და ამ პოზიციას დასავლეთი მხარს უჭერს.