სემეკის განცხადება ზამთრის სეზონთან დაკავშირებით

ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადების პენსიისა და საარსებო შემწეობის მიღების ვადებზე მორგების მიზნით, ე.წ. გარდამავალ პერიოდში, ქ. თბილისში „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ აბონენტების ნაწილი ორ ქვითარს მიიღებს. ცვლილების გამო, მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადი არ გაეზრდება. თბილისის მასშტაბით ელექტროენერგიის ყველა საყოფაცხოვრებო მომხმარებელი მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღებს პირველ ქვითარს, რომელშიც ასახული იქნება ნოემბერსა და დეკემბერის დასაწყისში, არაუმეტეს 30 დღის განმავლობაში, მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი.

გადახდის ვადა განსაზღვრული იქნება დეკემბრის შუა რიცხვების ჩათვლით. მომხმარებელთა ნაწილი მეორე ქვითარს მიიღებს დეკემბრის ბოლოს, რომელშიც ასახული იქნება დეკემბერში მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი. ამასთანავე, საახალწლო დღეებიდან გამომდინარე, მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი დეკემბერის მეორე ქვითარს მიიღებს 2022 წლის იანვრის დასაწყისში.

დატოვე კომენტარი