სემეკ-ის სხდომა

ბუნებრივი აირის გადასახადი გაუძვირდა „ვარკეთილი აირის“, ენერგოკავშირისა და „გასკო პლუსის“ მომხმარებლებს. გადაწყვეტილება სემეკ-ის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. კერძოდ, „ვარკეთილი აირისა“ და ენერგოკავშირის აბონენტები 1-ლი ივლისიდან 8,3 თეთრით მეტს გადაიხდიან. ტარიფის ცვლილების მთავარი მიზეზი ლარის გაუფასურებაა.

სემეკ-ში განმარტავენ, რომ მომხმარებელს ბუნებრივ აირზე ფასი 2023 წლამდე აღარ შეეცვლებათ.