ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8 პროცენტზე დატოვა. აღინიშნა, რომ ოქტომბერში წლიური ინფლაცია 5.2 პროცენტით გაიზარდა, რაც სურსათზე ფასების მატებამ განაპირობა. მათივე თქმით, სურსათის ფასების გავლენას ერთჯერადი ეფექტი ექნება და ეტაპობრივად ამოიწურება. ეროვნული ბანკის პროგნოზით, წლის ბოლომდე ქვეყანაში ოთხპროცენტიანი ინფლაცია იქნება, 2026 წელს კი ეს მაჩვენებელი 3,5 პროცენტამდე შემცირდება.