საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მეტროს სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება

15:25, 07.03.2020

სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მეტროს. სპეციალური ხსნარით დაამუშავეს დიდ დიღომში, თბილისის მეორე ავტობაზაზე არსებული ავტობუსები.

თბილისის მერი აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით, ავტობუსები და მეტრო ყოველდღიურად მუშავდება. კახა კალაძის განმარტებით, სადეზინფექციო სამუშაოები არ შეწყდება იქამდე, სანამ მსოფლიოში კორონავირუსის პრობლემა იქნება.

მსგავსი