საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება 

საქართველო ევროკავშირის ხუთ ქვეყანასთან საზღვარს ხსნის. მოქალაქეებს ყველა სახის ვიზიტით საქართველოში ჩამოსვლა მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით შეეძლებათ. სხვა ქვეყნების მოქალაქეებს კი, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვა, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ.

მარიამ ბერძენიშვილი გაგვაცნობს უფრო დეტალურად საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას – კონკრეტულად რომელ ქვეყნებზეა საუბარი და რა პროცედურების გავლა მოუწევთ საქართველოში ჩამოსვლისას მოქალაქეებს?