საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა

საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც კორონავირუსს ემსხვერპლა. შემთხვევა ესპანეთში დაფიქსირდა. 74 წლის პაციენტს სხვა ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა. ბოლო მონაცემებით, სხვადასხვა, მათ შორის მაღალი რისკის ქვეყნებში, „კოვიდ 19“-ით საქართველოს 20-მდე მოქალაქეა დაინფიცირებული. იმის გამო, რომ მათი ნაწილი სიმპტომებიდან გამომდინარე, ბინაზე მკურნალობს, მათი გამოჯანმრთელების პროცესში დისტანციურად ქართველი ეპიდემიოლოგებიც ჩაერთვებიან.

ცალკეულ ქვეყნებში ისევ რჩებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნების მხრივ გარკვეული შეფერხებები აქვთ. ცალკე გამოწვევაა სავიზო ვადების დარღვევის.