საყოველთაო კარანტინი დიდ ბრიტანეთში

დიდ ბრიტანეთში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა – პრემიერ-მინისტრმა, კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი მატების გამო, კოვიდგანგაშის სისტემის მეხუთე დონის ამოქმედება გამოაცხადა.

 ახალი ზომები ძალაში თებერვლის შუა რიცხვებამდე იქნება და ამ დროის განმავლობაში, ფუნქციონირებას შეწყვეტენ საგანმანათლებლო დაწესებულებები, მაღაზიები და სილამაზის სალონები. რესტორნები კი მხოლოდ გატანის სერვისით იმუშავებენ. ქვეყანაში ბოლო ერთი კვირაა, ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 50 000-ს აღემატება.

საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა შოტლანდიაში. ქვეყანაში შეზღუდვები თვის ბოლომდე გასტანს. ამის შესახებ შოტლანდიის პირველმა მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, არსებული კოვიდვითარება გაზაფხულთან შედარებით, შემაშფოთებელია. ახალი რეგულაციების მიხედვით, მოქალაქეებს მოეთხოვებათ სახლში დარჩნენ და გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე, ქუჩაში გამოსვლისგან თავი შეიკავონ.