საყოველთაო კარანტინი დიდ ბრიტანეთში

კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო, დიდ ბრიტანეთში კოვიდგანგაშის უმაღლესი დონე ცხადდება. საქართველოს საელჩო გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. გავრცელების მკვეთრად მაღალი მაჩვენებლები „კოვიდ-19“-ის ახალ, მაღალი გადამდებობით გამორჩეულ ე.წ. ბრიტანულ შტამს უკავშირდება, რომელიც სწორედ ქვეყნის სამხრეთ ნაწილიდან გავრცელდა და სხვა ქვეყნებშიც შეაღწია.

დიდ ბრიტანეთში მკაცრი კარანტინი ცხადდება – სწორედ ამ გზით ცდილობს ახლა ქვეყანა ვაქცინაციის პირველ შედეგებამდე ახალი შტამის გავრცელების შეკავებას. ვაქცინის დანერგვის მიუხედავად, მძიმე ვითარებაა აშშ-სა და ევროპის ქვეყნებშიც. მოქალაქეები ვაქცინაციის ტემპების დაჩქარებას ითხოვენ.