საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, პაციენტს ე.წ. VIP პალატით სარგებლობისას, თანაგადახდის შესაძლებლობა მიეცემა. შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტომ მიიღო. სიახლის ამოქმედების შემდეგ, ამ სერვისით სარგებლობის გამო, მოქალაქეებს სახელმწიფო პროგრამის ერთჯერადად დატოვება აღარ მოუწევთ. პაციენტს ექნება შესაძლებლობა, ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებაში, პროგრამიდან გასვლის გარეშე, ისარგებლოს თანაგადახდით და დამატებით გადაიხადოს არჩეული პალატის ღირებულებაც.