საწვავის ხარისხის კვლევა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირებისა და პრევენციის მიზნით, საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმა.
ქვეყნის მასშტაბით 111 ავტოგასამართი სადგურიდან აღებულია ბენზინის 34 და დიზელის 77 სინჯი. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დარღვევა დიზელის 12 და ბენზინის 2 სინჯში გამოვლინდა. ჯარიმების ოდენობა დაახლოებით 1 მილიონ 400 ათასი ლარია. საქმის მასალები შესაბამის სასამართლოებში გადაიგზავნება.