საწვავის ფასი საქართველოში

საქართველოში ბოლო 25 დღეში საწვავი 65 თეთრით, ხოლო დიზელი 70 თეთრით გაძვირდა. მკვეთრი მატების შემდეგ, საწვავის ფასმა საქართველოში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. „მოამბესთან“ საუბარში ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, საქართველოს მსგავსად, ნავთობის ფასი გაიზარდა ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. გაგრძელდება თუ არა ფასების ზრდა საწვავზე, უცნობია. ვანო მთვრალაშვილი ზუსტი პროგნოზების გაკეთებისგან თავს იკავებს. მისი თქმით, ეს გლობალურ სავაჭრო ბაზრებსა და ნავთობმომპოვებელ კომპანიებზეა დამოკიდებული.