სავალუტო რეზერვები

12:27, 07.01.2026

2025 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 343 მილიონ დოლარამდე გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს, 6 მილიარდ 160 მილიონ დოლარს მიაღწია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, უწყება რეზერვების შევსების პოლიტიკას მომავალშიც გააგრძელებს. საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 6 თებერვალს გამოაქვეყნებს.

 

მსგავსი