სავალუტო ჯიხურების გახსნა

12:19, 03.06.2020

ვალუტის გადამცვლელი პუნქტები მუშაობას 8 ივნისიდან განაახლებენ. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. წარმომადგენლები ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს მოუწოდებენ, მკაცრად დაიცვან პროფესიონალთა რეკომენდაციები და რჩევები. საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020 წლის 8 ივნისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებიან.

მსგავსი