სავალუტო ფონდის ანგარიში

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. „საქართველომ შესანიშნავი მდგრადობა გამოავლინა, გაზრდილი შიდა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე, ძლიერი ზრდით, მიზნობრივ დონესთან ახლოს არსებული ინფლაციითა და ვალის ზომიერი დონით,“ – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ორგანიზაციის შეფასებით, მოსალოდნელია, რომ ზრდის ტემპი შენელდება პოტენციურ ნიშნულამდე, რადგან შიდა მოთხოვნა ნელდება, ხოლო ინფლაცია და სახელმწიფო ვალი სტაბილური დარჩება გონივრული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გაგრძელების პირობებში. ანაგარიშში აღნიშნულია, რომ ფინანსური სექტორი მყარია და რეფორმები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა საჭირო რჩება დამატებითი ნაბიჯების გადადგმა არსებული მდგრადობის გასაძლიერებლად.