სასწავლო პროცესის განახლება რუსთავსა და ქუთაისში

თბილისთან ერთად, სასწავლო პროცესი განახლდა რუსთავსა და ქუთაისში. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, მოსწავლეებმა ონლაინსწავლებიდან სკოლებში გადაინაცვლეს. საჯარო სკოლებს განათლების სამინისტროსგან მიღებული მკაცრი რეგულაციების დაცვა უწევს. სავალდებულოა დეზობარიერის გავლა და თერმოსკრინინგის ჩატარება.