სასწავლო პროცესის განახლება

ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. მოსწავლეებმა მეხუთე კლასიდან ზემოთ, შენობაში პირბადე უნდა ატარონ. ყველა საჯარო სკოლაშია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსი. დადგენილი პროტოკოლით, სკოლის პერსონალის 20 პროცენტს, ორ კვირაში ერთხელ, ტესტირება ჩაუტარდება. ამასთან, სკოლებს შესაძლებლობა აქვთ, სწავლების ინდივიდუალური გრაფიკი გაწერონ და სასწავლო პროცესი რამდენიმე ცვლაში წარმართონ. ამ დროისთვის არ ფუნქციონირებს სკოლის სასადილოები და სახელოვნებო წრეები.