ფასების რეგულირების საკითხზე საპარლამენტო კომისია მუშაობას ამ კვირაში იწყებს. რა რესურსი არსებობს ფასების შემცირებისა და რა იწვევს მაღალ ფასნამატს – ამ თემებზე შეხვედრები გაიმართება. საპარლამენტო კომისიაზე საჯაროდ მოუსმენენ ქსელური მარკეტების, დისტრიბუტორი და იმპორტიორი კომპანიების, ფარმაცევტული და საწვავის ბიზნესის წარმომადგენლებს. კომისია 14 წევრისგან შედგება, აქედან შვიდი კვოტა საპარლამენტო ოპოზიციას ერგო.
მმართველ პარტიაში იმედოვნებენ, რომ მუშაობის შედეგად ფასები შემცირდება. ოპოზიციის ნაწილი კი ხელისუფლების ნაბიჯებს პოპულიზმს უწოდებს და სწორედ „ქართულ ოცნებას“ აკისრებს პასუხისმგებლობას ფასების ზრდაზე.