სასოფლო სამეურნეო სამუშაოები რეგიონებში 

„კოვიდ-19“-ის გავრცელება სასოფლო მეურნეობებზეც აისახა. ფერმერთა ნაწილს პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა შეექმნა. მთავარი გამოწვევა გადაადგილების შეზღუდვაა. თუმცა, რთულ პირობებშიც რეგიონებში მცხოვრებთა ნაწილმა საქმიანობის გაგრძელება და საკუთარი მეურნეობების განვითარება მაინც მოახერხა.

იმ ფონზე, როცა ხელისუფლება ადგილობრივი წარმოების განვითარება-მხარდაჭერას კრიზისულ პერიოდში ერთ-ერთ პრიორიტეტად აცხადებს, ფერმერთა ნაწილი საკუთარი მეურნეობის გაფართოებაზე და ამ მიზნით სხვადასხვა საშეღავათო პროგრამით სარგებლობას აპირებს.