სასკოლო ოლიმპიადა ჭადრაკში

თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, ჭადრაკში სასკოლო ოლიმპიადის − „ნონა გაფრინდაშვილის თასის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა განაცხადა, რომ დაწყებით საფეხურზე ჭადრაკის სავალდებულო საგნად შემოღება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რადგან ეს ხელს უწყობს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, ყურადღების კონცენტრაციისა და სააზროვნო უნარების განვითარებას.

პირველი ადგილი ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. მეორე ადგილზე ახალციხის №1 საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი – ამბროლაურის №1 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა. გამარჯვებულებს დიპლომები, მედლები და თასი გადაეცათ.