საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეულის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და სკრინინგი. ღონისძიებაზე მიწვეულმა სპეციალისტებმა ახალგაზრდა გოგონებს აცრის ჩატარებისა და პროფილაქტიკური შემოწმებისკენ მოუწოდეს. აღინიშნა, რომ ვაქცინაცია უფასოა და მისი გაკეთება 10-დან – 45 წლის ასაკის ჩათვლით არის შესაძლებელი.