სასესხო შეთანხმება
თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა. თანხის მოცულობა 250 მილიონ დოლარს შეადგენს. შესაბამის დოკუმენტს ხელი დღეს მოეწერა. პროექტი თბილისის შემოვლით გზაზე, 18 კმ-იანი, ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობას ითვალისწინებს. მოლოდინია, რომ ახალი მაგისტრალი დედაქალაქში მოძრაობას განტვირთავს და ქვეყნის სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს.