ზუგდიდში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია გაიმართა. ვლადიმერ სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის მოძრავი ამბულატორიის საშუალებით, კვალიფიციურ მედიკოსთა 16-კაციანმა ჯგუფმა, სხვადასხვა კვლევა შესთავაზეს ადგილობრივებს. ადგილზე იმყოფებოდნენ კარდიოლოგი, ზოგადი ქირურგი, ოფთალმოლოგი, დერმატოლოგი, ექიმი-რადიოლოგი (ექოსკოპისტი), უროლოგი, ანგიოლოგი და გასტროენტეროლოგი. ჯამში, 75 ბენეფიციარს უსასყიდლო კონსულტაცია გაუწიეს. ჩატარდა ლაბორატორიული კვლევებიც.