საქსტატის მონაცემები
აპრილში საქართველოს ეკონომიკა – 6.2%-ით, ბოლო ოთხ თვეში კი 8.3%-ით გაიზარდა – ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათი მონაცემებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ისეთმა დარგებმა, როგორიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა და საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები. კლების ტენდენცია კი დაფიქსირდა მშენებლობისა და სამთო მოპოვებითი მრეწველობის სექტორებში.