საქართველოში ვაქცინაციის ტემპი შემცირდა

საქართველოში, აგვისტოს აქტიური პერიოდისგან განსხვავებით, ვაქცინაციის ტემპი მკვეთრად შემცირებულია – იმუნიზაციის გეგმის შესასრულებლად, წლის ბოლომდე მილიონი ადამიანის ორჯერადად აცრაა საჭირო. ამ დროისთვის ასეთი მოქალაქეების რიცხვი მხოლოდ 700 000-ია. ეპიდემიოლოგები ყველას მოუწოდებენ, გაიკეთონ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო აცრა.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში ახალი კორონავირუსი კიდევ 34 ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. მძიმე რჩება 1 253 პაციენტის მდგომარეობა.

მარიამ სეთურიძე გვერთვება დეტალებით.