საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა უკვე მეორედ, 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. შენარჩუნდა ავტომობილების გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვაც – მსუბუქი მანქანებით მოძრაობა 27 აპრილამდე იკრძალება. ძალაში რჩება ოთხი დიდი ქალაქის – თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის ჩაკეტვის გადაწყვეტილებაც.

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მიუხედავად, შესაძლოა, ეტაპობრივად დაიწყოს შეზღუდვების შემსუბუქება. ეს კი, მისივე თქმით, ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული.