საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

საქართველოში „კოვიდ 19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა – ქვეყანაში ახალი კორონავირუსი კიდევ ოთხ პაციენტს დაუდასტურდა, ჯამში შემთხვევათა რაოდენობამ 38 შეადგინა. ოთხი ახალი პაციენტიდან ორი, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, მათ ცხელება აღენიშნებათ.

მარიამ სეთურიძეს ჩავრთავთ პირდაპირ ეთერში – გარკვეულია თუ არა წყარო, საიდან გადაედოთ ინფექცია ახალ პაციენტებს?