საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად იმატა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი ქვეყნაში დღემდე არ დაფიქსირებულა. 30 ახალი პაციენტი 24 საათში, საერთო ჯამში კი დადასტურებული 296 შემთხვევა. მათ შორის 69 გამოჯანმრთელებული, სამი კი გარდაცვლილია. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე რამდენიმე წუთის წინ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში განცხადება გაკეთდა.

თათია კუჭუხიძე გვერთვება დეტალებით.