საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 77-მდე გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პაციენტია, კარანტინის რეჟიმში კი 4055 ადამიანი იმყოფება. დადასტურებული პაციენტების დიდი ნაწილი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია განთავსებული, საიდანაც ახლა ნათია ქენქაძე გვერთვება.