საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო  

პაატა იმნაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, მედიის თანდასწრებით აიცრა. საჩვენებელი აცრა, რომლიც პირდაპირ ეთერში გადაიცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ინფექციურ საავადმყოფოში გაიკეთა.

ის თავს კარგად გრძნობს. აცრის შემდეგ კი კიდევ ერთხელ ისაუბრა ვაქცინაციის აუცილებლობასა და პანდემიის დასრულების პროცესში მის მნიშვნელობაზე.