საქართველოში „ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაცია“ დაფუძნდა

13:10, 03.11.2018

საქართველოში „ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაცია“ დაფუძნდა, რამაც ქვეყანაში გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის პროფესიის განვითარებას ხელი უნდა შეუწყოს. ამ პროფესიის ადამიანებს გაკოტრების პროცესში მყოფი კომპანიების მართვა შეეძლებათ.

ასოციაცია ასევე მიზნად ისახავს ქვეყანაში მიმდინარე გადახდისუუნარობის რეფორმის ხელშეწყობას. ასოციაციის წევრები ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსური მენეჯმენტის, იურიდიული და აუდიტორული მომსახურების სფეროს წარმომადგენლები არიან.

მსგავსი