საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები 2020 წლის პირველ ნახევარში აღდგება

საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები 2020 წლის პირველ ნახევარში აღდგება. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. განცხადებას „იზვესტია“ საკუთარ სახელისუფლო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული გამოცემის ცნობით, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა აღდგენილიყო, თუმცა ამას ხელი საქართველოში არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ შეუშალა. „იზვესტიასთან“ საუბრის დროს ანონიმურმა სახელისუფლო წყარომ განაცხადა, რომ ფრენების აღდგენისთვის საქართველოში არსებული ვითარება დასტაბილურდა, თუმცა ჯერჯერობით, უსაფრთხოების საჭირო ნორმა არ არის, რადგან ამ დრომდე მიმდინარეობს დემონსტრაციები. ამასთან ერთად, სტატიაში წერია, რომ საკითხზე რუსული მხარე საქართველოსთან მოლაპარაკებას არ აწარმოებს.