„საქართველოს ვენური და ლიმფური საზოგადოების“ დაფუძნება

სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ „საქართველოს ვენური და ლიმფური საზოგადოების“ პრეზენტაცია გაიმართა. ერთიანი პროფესიული პლატფორმა ყველა იმ სპეციალისტს აერთიანებს, ვისაც ყოველდღიურ პრაქტიკაში შეხება აქვს ვენურ და ლიმფურ პათოლოგიებთან. საზოგადოება ანგიოლოგებისა და სისხლძარღვთა ქირურგების გარდა, მოიაზრებს კარდიოლოგების, დერმატოლოგების, გინეკოლოგების, ოჯახის ექიმებისა და სხვა მომიჯნავე სპეციალობების წარმომადგენლების ჩართულობას. აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისი 2027 წელს მსოფლიო ფლებო-ლიმფოლოგთა გაერთიანების 22-ე მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს.