საქართველოს ტურისტული პოტენციალი
ინდოეთში საქართველოს შესახებ როუდშოუ გაიმართა. მასშტაბური ღონისძიებები ბენგალურუსა და ჩენაიში მოეწყო. როუდშოუში საქართველოდან ათი ქართული ტურისტული კომპანია მონაწილეობდა, ორივე ქალაქში გამართულ ღონისძიებას ინდოეთიდან 100-მდე ტუროპერატორი დაესწრო. პრეზენტაციების პარალელურად, ღონისძიებები მოიცავდა სამუშაო შეხვედრებს B2B ფორმატში. საუბარი შეეხო საქართველოში ჯგუფურ ტურებს, საქმიან ტურიზმს, სათავგადასავლო ტურიზმს, სამედიცინო და გამაჯანსაღებელ, ასევე საზღვაო და სამთო მიმართულებებს.