საქართველოს ტურისტული პოტენციალი
ქართული კულტურა, კერძები, ლანდშაფტი და ქვეყნის ღირსშესანიშნაობები ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ჩინელ ტურისტებში, რის გამოც აუცილებელი გახდა მეტი ინფორმაციის მიწოდება ჩინური ტუროპერატორებისთვის. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა საქართველოს ქალაქებში იმოგზაურეს და კარგად შეისწავლეს ქვეყნის ტურისტული პოტენციალი. ამბობენ, რომ ჩინეთიდან ინტერესი მზარდია და ასახელებენ იმ კონკრეტულ ფაქტორებსაც, რის გამოც საქართველოში მოგზაურობას გეგმავენ. ჩინური ტუროპერატორები ჩვენს ქვეყანაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ჩამოვიდნენ.