საქართველოს სუვერენული რეიტინგი

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სტანდარტ ენდ ფუარსმა“ საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელ, BB დონეზე დატოვა, პერსპექტივა კი კვლავ სტაბილურად შეაფასა. გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს გააჩნია რეგიონის ქვეყნებთან შედარებით უფრო ძლიერი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო. ამასთან, ანგარიშს მიხედვით, რეიტინგის სტაბილურობას ეხმარება მთავრობის ვალის ზომიერი სიდიდე, მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმი.

საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო კვლავ, შედარებით გონივრულად არის მიჩნეული, განსაკუთრებით კი რეგიონის ქვეყნებთან მიმართებით. სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს ფისკალური პარამეტრების ზღვრულ დონეზე არსებობას და ფისკალური გეგმების გადაჭარბებით შესრულებას. ამასთან, ანგარიშის მიხედვით, საბანკო რეგულაციები ეფექტიანად და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად არის შეფასებული.