საქართველოს სუვერენული რეიტინგი 

15:13, 16.05.2026

საკრედიტო სააგენტო „ფიჩმა“ საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა და დაადასტურა სტაბილური პერსპექტივა.

ქვეყნის შეფასების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ აჩვენა ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მდგრადობა. რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა მაღალი ეკონომიკური ზრდით, სწრაფი ეკონომიკური განვითარებით, განხორციელებული ფისკალური პოლიტიკით, ზომიერი მთავრობის ვალითა და სტაბილური საბანკო სისტემით არის განპირობებული.
სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ მაღალი გეოპოლიტიკური და გლობალური რისკების მიუხედავად, ქვეყანა ინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, რაც გაძლიერებული შიდა მოთხოვნითაა განპირობებული. აღნიშნულია ინვესტიციების მაღალი მაჩვენებელი, ასევე წმინდა ექსპორტის დადებითი კონტრიბუცია. Fitch მოელის, რომ საშუალოვადიან პერიოდშიც საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდა, მისი მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებზე მაღალ მაჩვენებელზე დაფიქსირდება. სააგენტო საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს კვლავ გონივრულად და წინდახედულად აფასებს.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ვალის პორტფელში უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ვალი, პრაქტიკულად სრულად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან აღებული, შეღავათიანი კრედიტებისგან შედგება. ამასთან, გაზრდილია საერთაშორისო რეზერვების დონე და მონეტარული პოლიტიკა განაგრძობს მკაცრ პოლიტიკას ინფლაციის ტენდენციების გათვალისწინებით.
ხაზგასმულია, რომ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მაკროპრუდენციული ღონისძიებები ხელს უწყობს დოლარიზაციის შემცირებას.

მსგავსი