„საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენცია – თანამშრომლობა მტკიცე პარტნიორობისთვის. ღონისძიება საქართველოში პირველად გაიმართა. მოეწყო თემატური პანელები, სადაც მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს დიდი პოტენციალი ეკონომიკისა და ბიზნესსექტორში, ასევე ციფრულ ტექნოლოგიებში საქართველოს შესაძლებლობები. ყურადღება გამახვილდება სავაჭრო ურთიერთობებისა და ბიზნესკონტაქტების, ასევე სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის კავშირების გაძლიერებაზე. საპატიო კონსულის ინსტიტუტის მიზანია, წარმდგენი ქვეყნის შესახებ მიმღებ სახელმწიფოში ცნობიერების ამაღლება და მისი პოპულარიზაცია.