საქართველოს პრეზიდენტმა 59 პირი შეიწყალა
პრეზიდენტმა, ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 59 პატიმარი შეიწყალა. ოფიციალური ინფორმაციით, შეწყალების აქტი 57 მსჯავრდადებულს შეეხო, ხოლო ორ პირს ნასამართლობა მოეხსნა. გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს, ასევე სახელმწიფო ინტერესს.
პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პირები დილიდან ტოვებენ პენიტენციურ დაწესებულებებს. 59 პირიდან ნაწილი გეგუთის, ნაწილი კი ქსნისა და გლდანის ციხეებში იხდიდნენ სასჯელს.