საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს მიმართავს, საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივოს

საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს მიმართავს, 10 მაისამდე საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივოს და ამ წინადადებით პარლამენტს მიმართოს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერმა მოქალაქეებს მოუწოდა, შექმნილ ვითარებას გაგებით მოეკიდონ.