საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება სამშობლოში

12:35, 10.05.2020

ბერლინიდან სამშობლოში საქართველოს 183 მოქალაქე დაბრუნდა. სამედიცინო შემოწმება მათ აეროპორტშივე გაიარეს, რის შემდეგადაც, სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით, მოქალაქეები საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

სამშობლოში დაბრუნებული ყველა მგზავრი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის. ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეებში 4 909 ადამიანია განთავსებული.

მსგავსი