საქართველოს გავლით ევროკავშირს გაზი მიეწოდება  

საერთაშორისო მნიშვნელობის მასშტაბური ენერგეტიკული პროექტი დასრულებულია. საქართველოს გავლით აზერბაიჯანული გაზი ევროპის შვიდ ქვეყანას მიეწოდება. „შაჰდენიზის“ საბადოდან მოპოვებული და ევროპისთვის განკუთვნილი ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ, ჩვენი ქვეყანა ტრანსპორტირებული გაზის ხუთ პროცენტს შეღავათიან ფასში მიიღებს.

ცალკე საკითხია ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების თემა. ახალი 3 500 კმ-იანი გაზსადენით გაზმომარაგების ალტერნატიული წყარო უჩნდება ევროპის ქვეყნებსაც, რომელთა ნაწილი მეტწილად რუსეთზეა დამოკიდებული. „შაჰდენიზის“ პროექტის ისტორია 1 998 წელს ანკარაში ხელმოწერილი შეთანხმებით დაიწყო და რამდენიმე ეტაპად გაგრძელდა.