საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა. ევროპის ჩემპიონატის მეინ-რაუნდის მესამე მატჩი, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ უმასპინძლა, 6-1 დასრულდა. ვახტანგ ჯვარაშვილმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი გიორგი ჩიმაკაძის, ნიკოლოზ გაბრიჩიძის, ნიკა ხარატიშვილისა და მეკარე ბექა ტყემალაძის ანგარიშზეა, რომელმაც მეტოქის კარი საკუთარი ნახევრიდან აიღო.

ავთანდილ ასათიანის გუნდი შემდეგ შეხვედრასაც ბულგარეთთან, 4 თებერვალს გასვლაზე გამართავს. აღსანიშნავია, რომ ჯგუფს 9 ქულით საფრანგეთის ნაკრები ლიდერობს, საქართველოს ნაკრები კი 6 ქულით მეორე ადგილზეა.