საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების პერსპექტივა – კონფერენცია თბილისში

12:19, 08.07.2026

„საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების პერსპექტივა – ინდექსები და ბირჟაზე ვაჭრობადი საინვესტიციო ფონდები“ – ამ თემაზე თბილისში ორდღიანი კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსების პრაქტიკულ გამოყენებას და ინდექსზე დაფუძნებული საინვესტიციო პროდუქტების განვითარების პერსპექტივებს. კონფერენციას ესწრებოდნენ საერთაშორისო ფინანსური ბირჟების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, საინვესტიციო ფონდების მმართველი კომპანიების, საბანკო სექტორისა და აქტივების მართვის სფეროს წარმომადგენლები.

მსგავსი